← მთავარ გვერდზე

მომსახურების პირობები

NDroad · შპს ახალი მიმართულების გზა

ძალაშია 20.08.2026-დან · ვერსია 1.0

ეს პირობები არეგულირებს NDroad-ის გამოყენებას. მომსახურებას გთავაზობთ შპს ახალი მიმართულების გზა, შემდგომში „ჩვენ". თქვენ, ვინც კომპანიას არეგისტრირებთ და სისტემას იყენებთ, ხართ „კლიენტი".

რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. თუ არ ეთანხმებით, ნუ დარეგისტრირდებით. თუ პირობებს კომპანიის სახელით იღებთ, ამით ადასტურებთ, რომ ამის უფლებამოსილება გაქვთ.

1. რას აკეთებს სისტემა

NDroad არის სამშენებლო კომპანიის სამუშაო ჩანაწერების სისტემა: ობიექტები, დღიური ანგარიშები ფოტოებით, დასწრება, ხელფასი და ავანსები, საწვავი, ტექნიკა, მასალები, ხარჯები, ხარჯთაღრიცხვა და ჟურნალი. სისტემა ხელმისაწვდომია ბრაუზერიდან და Android აპლიკაციიდან.

ჩვენ გაძლევთ სისტემით სარგებლობის უფლებას გამოწერის ვადით. თავად სისტემა, კოდი და დიზაინი ჩვენი რჩება.

2. ანგარიში, როლები და პასუხისმგებლობა

ვინც კომპანიას პირველი დაარეგისტრირებს, ხდება დირექტორი. დირექტორი ამატებს დანარჩენებს და ანიჭებს როლს: ბუღალტერი, პრარაბი, მუშა. როლი განსაზღვრავს, რას ხედავს კონკრეტული ადამიანი. მაგალითად პრარაბს ბიუჯეტი არ უჩანს.

3. თქვენი მონაცემი თქვენია

ყველაფერი, რასაც სისტემაში შეიტანთ (ობიექტები, ანგარიშები, ფოტოები, ხელფასის ცხრილები, თანამშრომლების სია), თქვენი რჩება. ამ მონაცემს მხოლოდ სისტემის მუშაობისთვის ვამუშავებთ: შენახვა, ჩვენება, დათვლა, ბეჭდვა, ექსპორტი, დაცვა და აღდგენა.

ჩვენ თქვენს მონაცემს არ ვყიდით და სხვა კომპანიას არ ვაჩვენებთ. სისტემა მრავალკლიენტიანია და ერთი კომპანია მეორეს ჩანაწერს ვერ კითხულობს.

დეტალები, თუ რა მონაცემი გროვდება და რამდენ ხანს ინახება, ცალკე დოკუმენტშია: კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

4. რისთვის იყენებთ და რისთვის არა

აკრძალულია:

ავტომატური მოთხოვნები (ბოტი, სკრიპტი, მასობრივი ჩამოტვირთვა) მხოლოდ ჩვენი თანხმობით. ჩვეულებრივი გამოყენება ამაში არ იგულისხმება.

5. ტარიფი და გადახდა

ფასი ფუნქციებზეა და არა ადამიანების რაოდენობაზე. მომხმარებლების, ობიექტების ან მუშების რიცხვი ანგარიშს არ ზრდის. ამჟამინდელი თვიური ტარიფები:

ტარიფითვეში
Basic120 ₾
Standard290 ₾
Pro490 ₾

რეგისტრაციისას ანგარიშს ერთვის 30-დღიანი საცდელი პერიოდი. ამის შემდეგ გამოწერა უნდა გაგრძელდეს, რომ სისტემა ჩაწერას მიიღოს.

გადახდა თვეში ერთხელ, კომპანიაზე, წინასწარ. ამჟამად ანგარიშსწორება ინვოისით ხდება და სისტემაში გადახდის ბარათი არ ინახება. ავტომატური განახლება არ არის, გამოწერა ხელით გრძელდება.

ტარიფის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. მაღალ ტარიფზე გადასვლა მაშინვე მოქმედებს; დაბალ ტარიფზე გადასვლისას ის ფუნქციები, რომლებიც ახალ ტარიფში არ შედის, გამოირთვება, მაგრამ მონაცემი რჩება.

გადახდილი და გამოყენებული პერიოდი უკან არ ბრუნდება. თუ ჩვენი მიზეზით სისტემა ხანგრძლივად არ იმუშავა, დაკარგულ დღეებს გამოწერაზე დაგიმატებთ.

6. გამოწერის ვადის გასვლა

ვადის გასვლის შემდეგ ანგარიში გადადის კითხვის რეჟიმში: ყველაფერს ხედავთ და ბეჭდავთ, ახალს ვერ ჩაწერთ. მონაცემი არ იშლება. გამოწერის გაგრძელებისთანავე ჩაწერა უბრუნდება.

თუ გამოწერა 12 თვეზე მეტი ხნით არ განახლდა, ჩვენ უფლება გვაქვს ანგარიში და მისი მონაცემი წავშალოთ. წაშლამდე მინიმუმ 30 დღით ადრე გამოგიგზავნით გამაფრთხილებელ წერილს ანგარიშზე მიბმულ ელფოსტაზე, რომ ექსპორტის დრო გქონდეთ.

7. მომსახურების ხელმისაწვდომობა

ვცდილობთ, სისტემა მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ პროცენტულ გარანტიას (SLA) არ ვიღებთ. ტექნიკური სამუშაოებისთვის შეიძლება მოკლე შეფერხება მოხდეს; დაგეგმილის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ, როცა შესაძლებელია.

სარეზერვო ასლებს რეგულარულად ვაკეთებთ და პერიოდულად ვამოწმებთ, აღდგება თუ არა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვან ჩანაწერს (ხელფასის უწყისი, აქტი) თქვენთვისაც კარგია, ბეჭდვით ან Excel-ში გადმოწერით შეინახოთ.

მობილური აპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც იწერს და მოგვიანებით აგზავნის. ტელეფონის შეცვლამდე დარწმუნდით, რომ გაუგზავნელი ჩანაწერი აღარ დარჩა.

8. ცვლილებები

სისტემას ვავითარებთ: ფუნქციები ემატება და ხანდახან იცვლება. თუ ცვლილება მნიშვნელოვნად ზღუდავს იმას, რითაც სარგებლობთ, წინასწარ შეგატყობინებთ.

ამ პირობების ცვლილებისას ახალი ვერსია ამ გვერდზე გამოქვეყნდება ახალი თარიღით. თუ ცვლილება არსებითია, ელფოსტით ან სისტემაში შეტყობინებით გაცნობებთ მინიმუმ 14 დღით ადრე. ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ სისტემით სარგებლობა ნიშნავს, რომ ახალ ვერსიას ეთანხმებით. თუ არ ეთანხმებით, გამოწერა შეგიძლიათ შეწყვიტოთ.

ფასის ცვლილებას მინიმუმ 30 დღით ადრე გაცნობებთ და უკვე გადახდილ პერიოდზე არ გავრცელდება.

9. შეწყვეტა

გამოწერის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ: არ გააგრძელოთ, ან მოგვწერეთ. შეწყვეტისას მიმდინარე გადახდილი პერიოდი ბოლომდე მოქმედებს.

ჩვენ ანგარიშის შეზღუდვის ან შეწყვეტის უფლება გვაქვს, თუ დაირღვევა მუხლი 4, ან თუ გამოწერა გადახდის გარეშე დარჩა. მძიმე დარღვევის (მაგალითად სისტემაზე თავდასხმის) გარდა, ჯერ გამოგიგზავნით გაფრთხილებას და გამოსწორების დროს მოგცემთ.

შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში მოთხოვნისთანავე გადმოგცემთ თქვენს მონაცემს მანქანით წაკითხვად ფორმატში.

10. პასუხისმგებლობის ფარგლები

სისტემა ინსტრუმენტია. რას შეიტანთ, რას დაამტკიცებთ და რას გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებაა. გამოთვლა (ხელფასი, მოცულობა, ხარჯი) თქვენს შეტანილ ციფრებს ეყრდნობა, ანუ არასწორად შეტანილი ციფრი არასწორ შედეგს მოგცემთ.

არ ვაგებთ პასუხს არაპირდაპირ ზიანზე: მოსალოდნელ მოგებაზე, დაკარგულ კონტრაქტზე, რეპუტაციაზე. ჩვენი ჯამური პასუხისმგებლობა ნებისმიერ მოთხოვნაზე შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც ბოლო 6 თვეში ფაქტობრივად გადაგიხდიათ.

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება განზრახ ქმედებაზე, უხეშ გაუფრთხილებლობაზე ან იმაზე, რასაც კანონი შეზღუდვას არ უშვებს.

11. კონფიდენციალურობა ორივე მხრიდან

თქვენი კომერციული ინფორმაცია (კონტრაქტის თანხა, ხარჯთაღრიცხვა, ხელფასები) ჩვენთვის კონფიდენციალურია. ჩვენი ტექნიკური და უსაფრთხოების ინფორმაცია, რომელსაც მხარდაჭერის დროს გაიგებთ, ასევე კონფიდენციალურია.

12. კანონი და დავა

მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა. დავას ჯერ მოლაპარაკებით ვწყვეტთ. თუ ვერ მოვილაპარაკეთ, საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო.

ეს დოკუმენტი შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ქართულ ვერსიას.

თუ რომელიმე მუხლი ბათილად ცნობილ იქნება, დანარჩენი ძალაში რჩება.

13. კონტაქტი

შპს ახალი მიმართულების გზა
საკონტაქტო ელფოსტა ამ გვერდზე დაემატება. მანამდე დაგვიკავშირდით იმ არხით, რომლითაც გამოწერა გააფორმეთ.