ობიექტზე ხდება, ოფისში ჩანს.

დასწრება, საწვავი, ტექნიკა და ხელფასი ერთ სისტემაში. ობიექტზე ჩაწერილი ციფრი ოფისში იმავე წუთში ჩანს.

დღეს ობიექტებზე18.06.2026
  • 07:40დასწრება მონიშნულია · 12 მუშა, ს1
  • 12:15ჩეკის ფოტო აიტვირთა · CAT 320, 140 ლ
  • 18:30დღის ანგარიში ჩაბარდა · PK 12+400

ყველა ჩანაწერი ოფისში უკვე ჩანს

app.ndroad.ge/dashboard
მთავარი
მოკლე მიმოხილვა · 18.06.2026
June 2026 ნახვა თვის ანგარიში
მიმდინარე ტენდერები
4
ტექნიკა
8
აქტიური მუშა
12
საწვავი · 06.2026
2 060
საწვავის ხარჯი · ბოლო 6 თვე
12k9k6k3k0
იანთებმარაპრმაიივნ
ხარჯი პროექტებზე · 06.2026
ს1 · ხაშური–ზ…
შ32 · ოზურგე…
ბათუმი · ანგ…
ვაჟა-ფშაველა…
01k2k3k
საწვავის ჩანაწერები · 06.2026
თვის ჯამი: 5 951 ₾
თარიღიტექნიკაპროექტილიტრიჯამი
18.06.2026ექსკავატორი CAT 320ს1 · ხაშური–ზესტაფონი140 ლ413 ₾
18.06.2026თვითმცლელი MAN TGS 35tშ32 · ოზურგეთი–ჩოხატაური220 ლ649 ₾
17.06.2026ასფალტდამგები Vögele 1800ს1 · ხაშური–ზესტაფონი95 ლ289,75 ₾
17.06.2026გრეიდერი XCMG GR165შ32 · ოზურგეთი–ჩოხატაური110 ლ324,5 ₾

ერთი სამუშაო დღე, ბლოკნოტის გარეშე

დილიდან თვის დახურვამდე. ყველა ციფრი იმ წუთში ჩნდება, როცა საქმე ხდება.

  1. 07:40ობიექტი

    პრარაბი ტელეფონიდან ნიშნავს ვინ გამოვიდა. ნახევარი წუთი, ბლოკნოტი აღარ სჭირდება.

  2. 12:15გზაზე

    მძღოლმა საწვავი ჩაასხა. ლიტრი, ფასი და ჩეკის ფოტო უკვე სისტემაშია, ობიექტზე მიბმული.

  3. 18:30ოფისი

    დირექტორი ხედავს დღის ხარჯს ყველა ობიექტზე. არავის ურეკავს, არაფერს ელოდება.

  4. თვის ბოლოსბუღალტერია

    ხელფასი ნამუშევარი დღეებიდან ითვლება, ავანსები აკლდება. თვე იკეტება და აღარ იშლება.

დასწრება პრარაბის ტელეფონში: 12 მუშიდან 4 მონიშნული, დღის ხარჯი 510 ლარი

ვინ გამოვიდა დღეს, ზუსტად იცი

პრარაბი ობიექტიდანვე ნიშნავს, ტელეფონიდან. ხელფასი ნამდვილ დღეებზე გამოდის. „აღარ მახსოვს ვინ მოვიდა" აღარ მუშაობს.

დღის ანგარიშიც იქვე ივსება: რა გაკეთდა, რამდენი კაცით, ფოტოთი.

აპლიკაცია არ სჭირდება, ბრაუზერიდანვე მუშაობს

ყოველი ლიტრი ჩაწერილი, ყოველი ჩეკი ფოტოზე

ჩასხმა ობიექტსა და ტექნიკაზეა მიბმული. თვის ხარჯს სისტემა თავად ითვლის, ტექნიკის მიხედვითაც და პროექტის მიხედვითაც.

თუ რომელიმე მანქანა უცებ ორჯერ მეტს ჭამს, სისტემა გაჩვენებს.

საწვავი / ზეთი
საწვავის ეკრანი: თვის ჯამები ტექნიკის მიხედვით და მონიტორინგი გადახარჯვაზე

ის Excel, რომელსაც მთელი გუნდი ერთდროულად ავსებს

ობიექტზე ჩაწერილი ხარჯი ოფისში მაშინვე ჩანს. დღის ბოლოს ფურცლების შეგროვება აღარ არსებობს.

  1. 1საწვავი, მუშები და ანგარიშები ცალ-ცალკე ტაბებში
  2. 2ფილტრი პროექტზე ან თარიღზე, ორ დაკლიკებაში
  3. 3ყველა ჩანაწერს ავტორი აწერია
ცოცხალი ცხრილი
ცოცხალი ცხრილი: საწვავის ჩანაწერები პროექტებზე, ფილტრებით და ავტორებით

და ყველაფერი დანარჩენი

ობიექტები

ბიუჯეტი, სტატუსი, ნამდვილი ხარჯი თითო პროექტზე.

ტექნიკა

სად დგას, ვის აბარია, როდისაა სერვისი.

ხელფასი

დასწრებიდან ავტომატურად, ავანსების გამოკლებით.

დღის ანგარიშები

პრარაბი ობიექტიდანვე ავსებს, ფოტოთი.

ცოცხალი ცხრილი

ყველა ჩანაწერი ერთად. ფილტრი, დახარისხება.

უწყისები და Excel

ბეჭდვადი ხელფასის უწყისი, ექსპორტი ერთ კლიკზე.

ყველა თავის საქმეს ხედავს

ერთი სისტემა, ოთხი როლი. წვდომა როლზეა მიბმული და სერვერზე მოწმდება.

დირექტორი
მთელი სურათი

ობიექტები, ხარჯი, გუნდი. მთელი კომპანია ერთ ეკრანზე, ოფისიდან გაუსვლელად.

ბუღალტერი
ზუსტი ციფრები

საწვავი ჩეკებით, დასწრება დღეებით, ხელფასი ავანსებით. ხელით აღარაფრის აკრეფა.

პრარაბი
თავისი ობიექტი

დასწრებას ობიექტიდან ნიშნავს, საწვავს იქვე წერს, დღის ანგარიშს ტელეფონიდან ავსებს.

მუშა
საკუთარი ანაზღაურება

თავისი დასწრება და გამომუშავება. სხვის ხელფასს ვერავინ ნახავს.

ციფრები, რომლებზეც დავა არ იწყება

ხელფასს მხოლოდ დირექტორი და ბუღალტერი ხედავს. როლები სერვერზე მოწმდება.

ყველა ცვლილება აღრიცხულია: ვინ, რა, როდის. წაშლილიც კი ჩანს ჟურნალში.

დახურული თვე იკეტება. გასულ ხელფასს უკან ვეღარავინ გადაასწორებს.

შენი მონაცემები მხოლოდ შენი კომპანიისაა. სხვა კომპანია ვერაფერს ხედავს.

ფასი ფუნქციებზე, არა კაცებზე

გუნდი, ობიექტები და მუშები ულიმიტოა სამივე პაკეტზე. ბრიგადის ზრდა ანგარიშს არ ზრდის. გადახდა თვეში ერთხელ, კომპანიაზე.

Basic
მცირე ბრიგადა
120₾ / თვე
  • ულიმიტო გუნდი და ობიექტი
  • დასწრება და ხელფასები
  • საწვავი ჩეკის ფოტოთი
Standard
რეკომენდებული
მზარდი კომპანია
290₾ / თვე
  • ყველაფერი Basic-დან
  • მასალები და წვრილი ხარჯები
  • დღის ანგარიში და დღის ცხრილი
  • რუკა და Excel-ექსპორტი
Pro
დიდი კომპანია
490₾ / თვე
  • ყველაფერი Standard-დან
  • სამუშაოთა უწყისი, გეგმა და ფაქტი
  • ტექნიკის სერვისი და მანქანა-საათები
  • აუდიტის ჟურნალი

ხშირად დასმული კითხვები

რასაც დაწყებამდე ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.

კი. გვერდები მსუბუქია და მობილურ ინტერნეტზეა გათვლილი. დასწრების მონიშვნა ან საწვავის ჩაწერა წამებში იგზავნება, სუსტ სიგნალზეც.

კი. პრარაბი და მუშა ძირითადად ტელეფონიდან შედიან. აპლიკაცია არ სჭირდება, ბრაუზერიდანვე მუშაობს.

მხოლოდ დირექტორი და ბუღალტერი. მუშა საკუთარ გამომუშავებას ხედავს, სხვისას ვერა. წვდომა სერვერზე მოწმდება, არა მხოლოდ ეკრანზე.

არა. თითოეული კომპანიის მონაცემი მკაცრად გამიჯნულია. შენს ობიექტებს, ხარჯებსა და გუნდს მხოლოდ შენი კომპანია ხედავს.

დაარეგისტრირე კომპანია, დაამატე ობიექტები და გუნდის წევრები. ვინც პირველი შემოვა, ის ხდება დირექტორი. პირველივე დღეს შეგიძლია დასწრების მონიშვნა.

ხვალ დილას პრარაბმა ბლოკნოტის მაგივრად ტელეფონი გახსნას

დაარეგისტრირე კომპანია და დაამატე გუნდი. ვინც პირველი შემოვა, ის ხდება დირექტორი.

კომპანიის რეგისტრაცია

რეგისტრაციას ორი წუთი სჭირდება.