← მთავარ გვერდზე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

NDroad · შპს ახალი მიმართულების გზა

ძალაშია 20.08.2026-დან · ვერსია 1.0

აქ წერია, რა მონაცემს ინახავს NDroad, რისთვის და რამდენ ხანს. ვცადეთ, უბრალო ენით დაგვეწერა.

1. ვინ რას აკონტროლებს

სისტემას ორი მხარე იყენებს და კანონის წინაშე თითოეულს სხვა როლი აქვს.

ერთი გამონაკლისი: ანგარიშის მფლობელის საკონტაქტო მონაცემს (სახელი, ელფოსტა, ტელეფონი) ჩვენც ვამუშავებთ როგორც მაკონტროლებელი, რადგან ხელშეკრულება პირდაპირ ჩვენს შორისაა.

თუ თქვენ ხართ მუშა ან ბრიგადირი და გაინტერესებთ, რატომ ჩანს თქვენი მდებარეობა ან ხელფასი სისტემაში, ეს კითხვა თქვენს დამსაქმებელს ეკუთვნის. ჩვენ მას ვერ წავშლით მისი დავალების გარეშე, სამაგიეროდ ვალდებული ვართ დაგეხმაროთ, რომ თქვენი მოთხოვნა მას მივიდეს.

2. რა მონაცემს ვამუშავებთ

ქვემოთ ყველა კატეგორიაა, რომელიც სისტემა ნამდვილად ინახავს. სხვა არაფერს ვაგროვებთ.

კატეგორიარა შედის
ანგარიშისახელი, ელფოსტა, ტელეფონი (თუ მიუთითებთ), როლი და პაროლის დაშიფრული ჰეში. პაროლი ღია ტექსტად არსად არ ინახება.
მუშასახელი, ტელეფონი, სპეციალობა, დღიური ხელფასი, ქალაქი, აქტიურია თუ არა, და დასაქმებისთვის ხელმისაწვდომობის ნიშანი, თუ კომპანია მას ჩართავს.
სამუშაო ჩანაწერიდასწრება, გამომუშავება, ავანსი და გადახდა, საწვავი, მასალა, ტექნიკის საათები, ამინდი და პიკეტაჟი, ობიექტის ხარჯები.
ფოტო და მისი მდებარეობასურათი, გადაღების თარიღი და დრო, კოორდინატები, სიმაღლე, სიჩქარე და მიმართულება ისე, როგორც ტელეფონმა დააფიქსირა, და ადგილის სახელი, რომელიც კოორდინატიდან ითარგმნა.
ტექნიკური ჩანაწერიშესვლის მცდელობები, უსაფრთხოების მოვლენები და მათი IP მისამართი, ჟურნალი იმისა, ვინ რა შეცვალა და როდის, მობილურის სანოტიფიკაციო ტოკენი, თუ შეტყობინებებს ჩართავთ.

რას არ ვაგროვებთ: ბარათის მონაცემს (გადახდა ინვოისითაა, ბარათს არ ვინახავთ), პირად ჯანმრთელობის ან ბიომეტრიულ მონაცემს, თქვენი ტელეფონის კონტაქტებს, და არანაირ ანალიტიკურ ან სარეკლამო თვალთვალს. სისტემაში მესამე მხარის ანალიტიკის კოდი არ არის.

3. რა საფუძველზე ვამუშავებთ

4. ტელეფონის ნებართვები

მობილური აპლიკაცია ოთხ ნებართვას ითხოვს და თითოეული მხოლოდ ერთი კონკრეტული ფუნქციისთვისაა.

ნებართვის უარი აპლიკაციას არ აჩერებს, მხოლოდ შესაბამის ფუნქციას თიშავს. ნებართვა ტელეფონის პარამეტრებიდან ნებისმიერ დროს ჩამოირთმევა.

5. ქუქი-ფაილები

სარეკლამო ან თვალთვალის ქუქი არ გვაქვს. სულ ოთხი რამ ინახება ბრაუზერში.

რარისთვისრამდენ ხანს
სესიარომ ყოველ გვერდზე პაროლი არ იკითხოს30 დღე
მუშის სესიაიგივე, მუშის შესასვლელისთვის30 დღე
შეტყობინება„შენახულია" ტიპის წარწერის გადატანა შემდეგ გვერდზე10 წამი
თემაღია თუ მუქი გაფორმება, ბრაუზერის მეხსიერებაშისანამ არ წაშლით

20 წუთი უმოქმედობის შემდეგ ვებ-სესია თავისით იკეტება. ადმინისტრატორის სესია 8 საათზე მეტს არ ცოცხლობს.

6. ვის ვუზიარებთ

მონაცემს არ ვყიდით და არ ვცვლით. სისტემა შემდეგ გარე სერვისებს ეკონტაქტება, ყოველი მათგანი კონკრეტული ფუნქციისთვის.

7. სად ინახება

მონაცემის შენახვის ადგილი: ევროკავშირი (შვედეთი). ეს ევროპის ეკონომიკური სივრცეა, სადაც მონაცემთა დაცვის დონე საქართველოს კანონის მოთხოვნას აკმაყოფილებს, ამიტომ ეს გადაცემა დამატებით ნებართვას არ საჭიროებს.

სერვერის მომწოდებელს, კონფიგურაციას და დაცვის ტექნიკურ პარამეტრებს საჯაროდ არ ვწერთ. ამ კითხვებზე კონკრეტულ კლიენტს ხელშეკრულების ფარგლებში ან უსაფრთხოების კითხვარზე ვპასუხობთ.

8. რამდენ ხანს ვინახავთ

9. თქვენი უფლებები

საქართველოს კანონი გაძლევთ უფლებას:

მოთხოვნა გამოგზავნეთ იმ არხით, რომლითაც გამოწერა გააფორმეთ (იხ. მუხლი 12). პასუხს 30 დღეში გცემთ. თუ თქვენს კომპანიაში დამატებული მუშა ან თანამშრომელი ხართ, მოთხოვნას თქვენს დამსაქმებელს ვამისამართებთ და ვადევნებთ თვალს, რომ მასთან მივიდეს.

თუ პასუხი არ მოგწონთ, საჩივრის უფლება გაქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ამით არ იზღუდება.

10. დაცვა

პაროლი დაშიფრული ჰეშითაა შენახული და ღია ტექსტად არ იკითხება. ერთი კომპანიის მონაცემი მეორესთვის ხელმისაწვდომი არ არის და ეს ყოველ მოთხოვნაზე მოწმდება. სარეზერვო ასლი იქმნება და პერიოდულად მოწმდება, აღდგება თუ არა.

დაცვის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს აქ არ ვწერთ, რადგან გამოქვეყნებული პარამეტრი თავდამსხმელს ეხმარება. კითხვა უსაფრთხოებაზე ხელშეკრულების ფარგლებში დასვით და წერილობით მიიღებთ პასუხს.

აბსოლუტურ უსაფრთხოებას ვერ გპირდებით. თუ ინციდენტი მოხდება, რომელიც თქვენს მონაცემს ეხება, კლიენტს დაუყოვნებლივ ვატყობინებთ და კანონით დადგენილ ვადაში ზედამხედველ ორგანოს ვაცნობებთ.

11. ცვლილებები

ამ დოკუმენტის განახლებისას თარიღი და ვერსია ზემოთ იცვლება. არსებითი ცვლილებისას ანგარიშზე მიბმულ ელფოსტაზე ვწერთ სულ მცირე 14 დღით ადრე.

12. კონტაქტი

შპს ახალი მიმართულების გზა
საკონტაქტო ელფოსტა ამ გვერდზე დაემატება. მანამდე დაგვიკავშირდით იმ არხით, რომლითაც გამოწერა გააფორმეთ.

ეს დოკუმენტი ქართულად და ინგლისურად არსებობს. შეუსაბამობისას ქართული ვერსია სჯობს.